
მიუხედავად აშშ-ის წინააღმდეგობისა, თურქეთი მოსკოვისგან მეტი S-400-ების ყიდვას გეგმავს
23/10/2019 14:34:58 სხვა, მსოფლიო
მიუხედავად ვაშინგტონის მხრიდან მრავალჯერადი გაფრთხილებებისა, თურქეთი განიხილავს მოსკოვისგან მეტი S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების ყიდვას,- იუწყება რუსეთის „როსობორონექსპორტი“.
როგორც „როსობორონექსპორტის“ ხელმძღვვანელმა ალექსანდრ მიხეიევმა ინტერფაქსთან ინტერვიუში განაცხადა, ორი მხარე დაფინანსებასა და მიწოდების გრაფიკზე თათბირობს. დეტალები მას არ დაუზუსტებია.
ნატო-ს წევრმა თურქეთმა რუსეთისგან მიმდინარე წლის ივლისში მიიღო S-400 რაკეტების პირველი პარტია. აღნიშნულის გამო აშშ-მა თურქეთი F-35 გამანადგურებლების პროგრამიდან გარიცხა. როგორც აშშ აცხადებს, რუსეთს საშუალება ექნება, მგრძნობიარე ტექნიკური დეტალები მოიპოვოს აშშ-ის ახალი სამხედრო თვითმფრინავის შესახებ, თუკი ის S-400-თან ერთად იქნება გამოყენებული.
22 ოქტომბერს სოჭში გამართული შეხვედრისას რუსეთისა და თურქეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას გააგრძელებენ.