
ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა
02/12/2022 06:58:15 საზოგადოება
თბილისში, ვარკეთილში, ზემო პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები და მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.