პოდოლიაკი: "უკრაინამ ომის დაწყებიდან 13 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა"
02/12/2022 06:14:30 მსოფლიო
უკრაინამ ომის დაწყებიდან 13 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე, რომლის თანახმად, უკრაინის არმიის დანაკარგები 100 000 ჯარისკაცს შეადგენს.
პოდოლიაკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა და „ეს აშკარაა, რადგან წაშალეს ეს ვიდეო, წაშალეს ეს ციფრები“.
“გვაქვს გენერალური შტაბის ოფიციალური შეფასებები, არის ოფიციალური შეფასებები, რაზედაც უმაღლესი მთავარსარდალი საუბრობს და რომლის თანახმადაც, დაღუპულთა რაოდენობა 10-დან 12,5-13 ათასამდე აღწევს", განაცხადა პოდოლიაკმა.


