Accentnews.ge
ბაიდენმა პუტინთან მოლაპარაკების დაწყების პირობა დაასახელა

ბაიდენმა პუტინთან მოლაპარაკების დაწყების პირობა დაასახელა

01/12/2022 20:18:29 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, თუ ის დაინტერესდება უკრაინაში ომის დასრულებით.

მან აღნიშნა, რომ მსგავს მოლაპარაკებებს ნატოს მოკავშირეებთან კონსულტაციით წარმართავს. თუმცა, პუტინთან საუბარი მის დღის წესრიგში ჯერ არ დგას. ამის შესახებ ბაიდენმა Reuters–ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეხვედრის დასასრულს ბაიდენმა და მაკრონმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ ორი ლიდერი მკაცრად გმობს რუსეთის "უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ" და "ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიზანმიმართული დარტყმები წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს, დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ",– იუწყება "ამერიკის ხმა".

პრესკონფერენციაზე მაკრონმა პირობა დადო, რომ არ მოსთხოვს უკრაინას ისეთი კომპრომისებს, რისთვისაც ის მზად არ არის, – ციტირებს პოლიტიკოსს Agence France-Presse.

ბაიდენმა თქვა, რომ „საფრანგეთი და შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებიან ვლადიმირ პუტინის აგრესიულ მისწრაფებებს და რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ომს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაანადგურა მშვიდობა ევროპის კონტინენტზე“.

საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა დაგმეს მოსკოვის მცდელობები უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ. მათ ასევე ისაუბრეს რუსეთის ბირთვული რიტორიკის წინააღმდეგ.

ქვეყნები აპირებენ, გააგრძელონ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ასევე პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევა. შეერთებული შტატები და საფრანგეთი გეგმავენ, საერთაშორისო ინსტიტუტების დახმარებით მისცენ რუსეთი პასუხისგებაში ომის დანაშაულებებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S