
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
01/12/2022 19:14:55 საზოგადოება
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჯამბულ ხოფერია დაიღუპა . ცნობას „ფეისბუკის" პირად გვერდზე ავრცელებს დაღუპული მეომრის მამა არჩილ ხოფერია.
„ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით როგორც ჩვენ გვეკადრება..." - წერს არჩილ ხოფერია.
ხოფერია უკრაინაში დაღუპული 28-ე ქართველი მებრძოლია.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს ათეულობით ქართველი მოხალისე იბრძვის.