Accentnews.ge
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი დაადგინეს

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი დაადგინეს

01/12/2022 18:17:09 მსოფლიო

აშშ-მა და ევროკავშირმა ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრად 60 დოლარი დაადგინეს. ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების შესახებ 1 დეკემბერს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, უოლი ადეიემომ განაცხადა, ხოლო ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს წყაროს ცნობით, მხარეები რუსული ნავთობის ფასს საბაზრო ღირებულებაზე 5%-ით დაბალ ზღვარზე შეინარჩუნებენ.

ადეიემოს ცნობით, ევროპული ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე საბოლოოდ შეთანხმდებიან, მიუხედავად პოლონეთის განსხვავებული პოზიციისა. ვარშავა მიიჩნევს, რომ რუსეთის ნავთობის დადგენილი ფასი ძალიან მაღალია. რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო ძალაში 5 დეკემბერს შევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S