შვეიცარიამ 7.9 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა
01/12/2022 12:51:37 მსოფლიო
შვეიცარიის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, 7.5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების (დაახლოებით 7.9 მილიარდი აშშ დოლარი) რუსული აქტივები გაყინეს.
„გაყინული თანხები შეიძლება გაიზარდოს, მაგალითად, იმ შემთხვევებში, როდესაც ახალი პირები ხდებიან სანქციების ობიექტი ან გამოვლენილია ახალი აქტივები“, - აცხადებენ შვეიცარიის ფინანსთა სამინისტროში.
როგორც დასავლური მედია იუწყება, შვეიცარია ხელსაყრელი ადგილია მდიდარი რუსებისთვის და მათი აქტივებისთვის.


