Accentnews.ge
ალასანია: "ოჯახმა დაიქირავა არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია"

ალასანია: "ოჯახმა დაიქირავა არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია"

01/12/2022 11:01:52 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ოჯახმა დაიქირავა არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია.

მისი თქმით, ამ კომპანიის მეშვეობით მოხდა ცნობილი სპეციალისტების შემოყვანა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი თქმით, „მდგომარეობა იგივეა".

„სიცხე, როგორც ყოველთვის აქვს, სისუსტე. გაძლებაზეა ადამიანი. რამდენი ხანი გაძლებს ორგანიზმი, ამაზეა. ძალიან ცუდად არის. იმისთვის, რომ ის დიაგნოზები უფრო დამაჯერებელი იყოს, რომელიც ჩვენ ჩვენი სპეციალისტებისგან ისედაც გვქონდა, იურიდიული კომპანიის დაქირავება მოხდა და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა. ესენი ლობისტები არ არიან, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე იმიტომ, რომ იმ ყველაფრის გასამაგრებლად გვჭირდებოდა, რაც აქ ხდება“, -განაცხადა გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S