ესპანეთის საჰაერო ძალების ბაზაზე ფოსტით გაგზავნილი ბომბი აღმოაჩინეს
01/12/2022 10:58:43 მსოფლიო
ესპანეთში, ერთ-ერთ საავიაციო ბაზაზე ფოსტით გაგზავნილი ბომბი აღმოაჩინეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესპანეთის უსაფრთხოების ძალებმა აღმოაჩინეს მესამე ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დამალული იყო ფოსტით გაგზავნილ ამანათში მადრიდის მახლობლად მდებარე ტორეხონ დე არდოსის საჰაერო ძალების ბაზაზე.
გუშინ ფოსტის გაგზავნილი ორი ბომბი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი - მადრიდში, უკრაინის საელჩოში, მეორე კი სარაგოსაში მდებარე იარაღის მწარმოებელ კომპანიაში.


