
"სტუდია მონიტორი": "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობაში ფართს ქირაობს რუსულენოვანი პროპაგანდისტული ტელე-რადიო კომპანია Мир"
01/12/2022 08:22:12 საზოგადოება
"სტუდია მონიტორის" ინფორმაციით, "2008 წლიდან დღემდე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობაში ფართს ქირაობს რუსულენოვანი, პროპაგანდისტული ტელე-რადიო კომპანია ''Мир''.
"უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ლატვიამ და ლიეტუვამ Мир-ს მაუწყებლობა საკუთარ ტერიტორიაზე აუკრძალა, თუმცა საქართველოს "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აღნიშნულ ტელე-რადიო კომპანიასთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუუქმებია", – იუწყება "სტუდია მონიტორი".