ბრიტანული დაზვერვა – უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, რუსეთი საგანგებოდ შემუშავებულ კონცეფციას იყენებს
01/12/2022 08:16:46 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, რუსეთი საგანგებოდ შემუშავებულ კონცეფციას იყენებს.
კერძოდ, უწყება უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის სარაკეტო დარტყმებს განიხილავს იმის პირველ მაგალითად, თუ როგორ იყენებს რუსეთი "კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამიზნეების განადგურების ოპერაციის სტრატეგიულ კონცეფციას", რომელიც მისი სამხედრო დოქტრინის ნაწილია.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის კონცეფცია ითვალისწინებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმებს არა მოწინააღმდეგე ქვეყნის სამხედრო ძალების პოზიციებზე, არამედ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, რათა გამოიწვიოს მოსახლეობის დემორალიზაცია და საბოლოოდ, სახელმწიფოს ლიდერებს კაპიტულაცია აიძულოს.
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური ეჭვბოს, რომ ამ კონცეფციას უკრაინაში ექნება რუსეთისთვის სასურველი ეფექტი, რადგად მან უკვე დახარჯა შორ მანძილზე შეტევებისთვის საჭირო ფრთოსანი რაკეტების დიდი ნაწილი. უწყების შეფასებით, დარტყმების მატერიალური და ფსიქოლოგიური ეფექტიც ნაკლები იქნება, ვიდრე მაგალითად, ომის საწყის ეტაპზე იქნებოდა, რადგან 9 თვის განმავლობაში უკრაინამ მობილიზება შეძლო.


