Accentnews.ge
აშშ-ის პროკურატურა რუსი ბიზნესმენ მალოფეევს $5,4 მილიონს ჩამოართმევს

აშშ-ის პროკურატურა რუსი ბიზნესმენ მალოფეევს $5,4 მილიონს ჩამოართმევს

01/12/2022 07:23:18 მსოფლიო

აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ რუსი ბიზნესმენის კონსტანტინე მალოფეევის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან 5,4 მილიონი დოლარის კონფისკაცია გადაწყვიტა, – წერს Reuters სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით.

მასალების მიხედვით, სამართალდამცავებს უფლება აქვთ, მიიღონ ეს თანხა, რადგან კონსტანტინე მალოფეევმა თანხის მისი ბიზნესპარტნიორისთვის აშშ-ის სანქციების დარღვევით გადაცემა სცადა, რომლებიც ვაშინგტონმა ბიზნესმენს დაუწესა აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში სეპარატისტების დაფინანსებისთვის.

აშშ-ის ფედერალური პროკურატურის ცნობით, 2014 წლის მარტში მალოფეევმა გამოიყენა სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია ტეხასში დაფუძნებულ Strategic Growth Bancorp-ში $10 მილიონის ინვესტიციისთვის. მომდევნო წელს მან კომპანია ბერძენ ბიზნესმენს 1 დოლარად მიჰყიდა. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულება მიზანმიმართულად არის დათარიღებულია 2014 წლის ივლისით - რუსი ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თარიღამდე.

განცხადების თანახმად, ტეხასის ბანკმა, რომელიც აგრძელებდა მალოფეევის აქციების მფლობელად აღიარებას, აცნობა ხაზინის დეპარტამენტს თანხების გადარიცხვის მცდელობის შესახებ. პროკურორებმა განაცხადეს, რომ მალოფეევის აქციები კონვერტირდა ნაღდ ფულად და ჩაირიცხა დაბლოკილ ანგარიშზე, როდესაც Strategic გაერთიანდა Sunflower Bank-თან 2016 წელს.

კონსტანტინე მალოფეევი 2014 წლიდან ექვემდებარება ევროკავშირის, აშშ-ის და კანადის სანქციებს აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებთან და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით. აპრილში აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა ბიზნესმენი აშშ-ის სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა და ასევე გამოაცხადა თანხების ჩამორთმევის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, მალოფეევთან ყოფილიყო დაკავშირებული. ბიზნესმენმა მაშინ უარყო ეს ინფორმაცია: „2014 წლიდან დასავლეთში არაფერი მაქვს“.

მარტში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უკრაინის ომის გამო გამოსცა იახტებისა და თვითმფრინავების დაკავების ორდერები, რომლებიც ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დახმარებაში. ასევე პროკურორებმა ბრალი წაუყენეს რამდენიმე რუსს და მათ ამერიკელ და ევროპელ თანამზრახველებს სანქციების დარღვევაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S