Accentnews.ge
NATO საბჭოთა ტიპის საბრძოლო მასალის წარმოებაში ინვესტირებას განიხილავს – ბლინკენი

NATO საბჭოთა ტიპის საბრძოლო მასალის წარმოებაში ინვესტირებას განიხილავს – ბლინკენი

01/12/2022 07:01:16 მსოფლიო

ნატო განიხილავს ინვესტირებას საბჭოთა პერიოდის იარაღის სისტემების წარმოებაში, რომელსაც უკრაინის არმია იყენებს,– იუწყება CNN აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენზე დაყრდნობით.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, რათა უკრაინელები მივაწოდოთ ის, რაც მათ სჭირდებათ და რაც მათთვის ეფექტური იქნება. ეს ასევე ეხება საბჭოთა ეპოქის შეიარაღების სისტემებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და, მაგალითად, ამ სისტემებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას. რიგ შემთხვევაში, ამას შეიძლება, დასჭირდეს ისეთი რამის წარმოება, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებულა“, - განაცხადა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

26 ნოემბერს The New York Times-მა დაწერა, რომ ნატოს წევრები განიხილავენ ჩეხეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში ძველ ქარხნებში ინვესტიციის შესაძლებლობას, რათა განაახლონ უკრაინული საარტილერიო სისტემებისთვის საბჭოთა ტიპის ჭურვების წარმოება.

რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოყენებულია დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვები. როგორც The New York Times-ს ნატოს წარმომადგენელმა განუცხადა, ზაფხულში დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ექვს-შვიდი ათას ჭურვს იყენებდნენ, რუსული არმია - 40-50 ათასს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S