ზელენსკი განმარტავს, როდის დასრულდება ომი
01/12/2022 06:21:32 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომი დასრულდება მაშინ, როცა უკრაინა მოიგებს, ან როცა ამის სურვილი რუსეთის ფედერაციას ექნება.
"ომი მაშინ დასრულდება, როცა ჩვენ გავიმარჯვებთ. ან როცა რუსეთს მოუნდება. რუსეთის ფედერაციას ეს შეიძლება, მხოლოდ მაშინ სურდეს, როცა იგრძნობს, რომ სუსტია, იზოლირებულია და პარტნიორები არ ჰყავს. იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს თვეებში დასრულდება",- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა The New York Times DealBook-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი პარტნიორებისა და მთელი თავისუფალი სამყაროსგან უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.
„თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ომი გაგრძელდება სხვა ტერიტორიებზე, შესაძლოა, სხვა კონტინენტებზეც კი“, - დასძინა ზელენსკიმ.


