მედია – აშშ უკრაინელი სამხედროების მომზადების მასშტაბების მნიშვნელოვნად გაფართოების საკითხს განიხილავს
01/12/2022 06:14:39 მსოფლიო
აშშ უკრაინელი სამხედროების მომზადების მასშტაბების მნიშვნელოვნად გაფართოების საკითხს განიხილავს, – იუწყება CNN.
მისი ცნობით, საუბარია გერმანიაში არსებულ ბაზაზე 2 500-მდე უკრაინელი სამხედროს გაწვრთნის შესახებ.
ამასთან, გამოცემის ცნობით, უკრაინელ სამხედროებს კიდევ უფრო რთულ, ტაქტიკურ მანევრებს ასწავლიან. ეს იქნება უფრო ინტენსიური და ყოველმხრივი სწავლება, ვიდრე ამას უკრაინელი სამხედროები ამ დრომდე პოლონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში იღებდნენ.


