Accentnews.ge
პენტაგონმა უკრაინისთვის NASAMS-ის შესაძენად Raytheon-თან კონტრაქტი გააფორმა

პენტაგონმა უკრაინისთვის NASAMS-ის შესაძენად Raytheon-თან კონტრაქტი გააფორმა

01/12/2022 06:04:51 მსოფლიო

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის NASAMS-ის ტიპის სარაკეტო სისტემების შესაძენად ამერიკულ კომპანია Raytheon-თან კონტრაქტი გააფორმა. შესყიდვის ფასი 1,2 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

პენტაგონის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პროცესის დასრულების სავარაუდო დროდ მითითებულია 2025 წლის 28 ნოემბერი.

აშშ უკრაინისთვის საერთო ჯამში, 8 NASAMS-ის გადაცემას აპირებს. პირველი სისტემა უკრაინამ ნოემბრის დასაწყისში მიიღო.

NASAMS აშშ-ისა და ნორვეგიის მიერ ერთობლივად შექმნილი საშუალო რადიუსის მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემაა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე, ნებისმიერი ამინდის პირობებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S