Accentnews.ge
ლიეტუვამ უკრაინას 13 მლნ ევროს ოდენობით დამატებითი დახმარება გამოუყო

ლიეტუვამ უკრაინას 13 მლნ ევროს ოდენობით დამატებითი დახმარება გამოუყო

30/11/2022 19:37:30 მსოფლიო

ლიეტუვამ უკრაინას დამატებით 13 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა.

"დღეს ლიეტუვას მთავრობამ დაამტკიცა 13 მილიონი ევრო უკრაინის დასახმარებლად. ამ თანხიდან 5 მილიონი ევრო უკრაინის მსოფლიო ბანკის ფონდს გადაეცემა, 4 მილიონი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება, 2 მილიონი ევრო გათვალისწინებულია უკრაინელი სამხედრო ლტოლვილებისთვის მოლდოვაში, ხოლო 2 მილიონი ევრო – "მარცვლეული უკრაინიდან" ინიციატივისთვის“, – აცხადებს არვიდას ანუსაუსკასი.

ლიეტუვამ უკრაინას 640 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის დახმარება უკვე გაუწია. აქედან 232 მილიონი ევრო სამხედრო კუთხით დახმარებაზე მოდის. ცოტა ხნის წინ ლიეტუვამ უკრაინას სხვადასხვა სიმძლავრის 114 ტრანსფორმატორი გაგზავნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S