გერმანიის პარლამენტმა ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა
30/11/2022 18:55:50 მსოფლიო
გერმანიის პარლამენტმა ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. რეზოლუცია „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „მწვანეების“, „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ და „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის წევრი დეპუტატების მიერ იყო მომზადებული.
„ჰოლოდომორი არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. დღევანდელი პერსპექტივიდან, მოვლენის ისტორიულ-პოლიტიკურად გენოციდად კლასიფიცირება ცალსახაა“, – აღნიშნულია გერმანელი დეპუტატების მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
ჰოლოდომორი არის მოვლენების ერთობლიობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკრაინაში 1930-იანი წლების პირველ ნახევარში, რასაც, სხვადასხვა წყაროების თანახმად, ასი ათასობით ან მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა.
ჰოლოდომორს გენოციდად აღიარებს საქართველოც.


