ზელენსკი – მასკს: "თუ გსურთ, გაიგოთ რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდით უკრაინაში და საკუთარი თვალებით ნახავთ"
30/11/2022 18:28:14 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სპეის-იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელი ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია, – იუწყება The New York Times.
“თუ გსურთ გაიგოთ რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდით უკრაინაში და ამას საკუთარი თვალებით ნახავთ. ამის შემდეგ მოგვიყვებით როგორ დავამთავროთ ეს ომი, ვინ დაიწყო იგი და როდის შეგვეძლება მისი დასრულება”, - განაცხადა ზელენსკიმ DealBook-ის გამოცემის სამიტზე ვიდეომიმართვით გამოსვლისას.
როგორც The New York Times იტყობინება, აღნიშნული განცხადების შემდეგ ვიდეოკავშირი შეწყდა, ხოლო როდესაც განახლდა, წამყვანმა იხუმრა, რომ მასკს შეეძლო რამენაირად კავშირი შეეწყვიტა.
“თქვენი მესმის. უმთავრესია, რომ ბატონ მასკს ესმის ჩვენი”, - დასძინა ზელენსკიმ.


