Accentnews.ge
"ნატო-ს ქვეყნები გეგმავენ ინვესტირებას საბჭოთა მოდელების შეიარაღებისთვის საბრძოლო მასალების საწარმოებლად, რომელსაც უკრაინა ომში იყენებს"

"ნატო-ს ქვეყნები გეგმავენ ინვესტირებას საბჭოთა მოდელების შეიარაღებისთვის საბრძოლო მასალების საწარმოებლად, რომელსაც უკრაინა ომში იყენებს"

30/11/2022 17:43:06 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ "ნატო-ს ქვეყნები გეგმავენ ინვესტირებას საბჭოთა მოდელების შეიარაღებისთვის საბრძოლო მასალების საწარმოებლად, რომელსაც უკრაინა ომში იყენებს". ამის შესახებ მან CNN-თან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელებმა მიიღონ ის, რაც მათ სჭირდებათ და რაც მათთვის ყველაზე ეფექტური იქნება. აქ იგულისხმება საბჭოთა ეპოქის სისტემებიც, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინვენტარში ათწლეულებია, არსებობს. მაგალითად, ჩვენ უზრუნველვყოფთ საბრძოლო მასალების მიწოდებას ასეთი შეიარაღებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს გულისხმობს, რომ საჭიროა ისეთი რამის წარმოება, რაც დიდი ხანია, არ უწარმოებიათ. ასე რომ, ჩვენ ყველა ვარიანტს განვიხილავთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S