კულება – გერმანიას: "მიაწოდეთ "პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას, ეს არ არის შეტევითი იარაღი"
30/11/2022 17:10:36 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიას მიმართავს, უკრაინას რაც შეიძლება მალე მიაწოდოს "პატრიოტის" ტიის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
”გერმანიისადმი მესიჯი მარტივია – მიეცით უკრაიანას "პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები რაც შეიძლება მალე. რადგან ეს არის სისტემა, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ეს არ არის შეტევითი იარაღი. თუ გერმანია მზად არის, პოლონეთს მიაწოდოს "პატრიოტები" და პოლონეთს არაფერი აქვს საწინააღმდეგო, გადასცეს ისინი უკრაინას, მაშინ ვფიქრობ, რომ გერმანიის მთავრობამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს", – განაცხადა კულებამ.


