Accentnews.ge
ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უნგრეთისთვის 13,3 მლრდ ევროს ოდენობის დაფინანსების შეჩერებას

ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უნგრეთისთვის 13,3 მლრდ ევროს ოდენობის დაფინანსების შეჩერებას

30/11/2022 16:08:52 მსოფლიო

ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უნგრეთისთვის 13,3 მლრდ ევროს ოდენობის დაფინანსების შეჩერებას, რადგან ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს განცხადებით, ვიქტორ ორბანის მთავრობამ ვერ შეძლო რეფორმების განხორციელება, – იუწყება BBC.

ევროკომისიამ უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა განაცხადეს, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს 5.8 მილიარდი ევროს ოდენობის თანხას, ვიდრე არ განახორციელებს რეფორმებს სასამართლო დამოუკიდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ.

პარალელურად, კომისიამ ასევე რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გაყინონ 7.5 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა, რომელსაც უნგრეთი ევროკავშირის ბიუჯეტიდან იღებს, როგორც გაერთიანების შედარებით ღარიბი წევრი.

საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები დეკემბერში მიიღებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S