Accentnews.ge
"პუტინი ფიქრობს, თუ საკმაოდ მაღლა აწევს ფასებს, მსოფლიო დატოვებს უკრაინას საკუთარი ბედის ამარა, მაგრამ მისი სტრატეგია არ იმუშავებს"

"პუტინი ფიქრობს, თუ საკმაოდ მაღლა აწევს ფასებს, მსოფლიო დატოვებს უკრაინას საკუთარი ბედის ამარა, მაგრამ მისი სტრატეგია არ იმუშავებს"

30/11/2022 15:18:16 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ და ნატო-ს მოკავშირეები გააგრძელებენ კიევის მხარდაჭერას მანამ, ვიდრე საჭირო იქნება. ამიშ შესახებ მან ბუქარესტში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "პრეზიდენტი პუტინი ფიქრობს, თუ საკმაოდ მაღლა აწევს ფასებს, მსოფლიო დატოვებს უკრაინას საკუთარი ბედის ამარა, მაგრამ მისი სტრატეგია არ იმუშავებს".

"სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები პრეზიდენტ პუტინის გეგმის ნაწილია, რათა გაყინოს და შიმშილში ამყოფოს უკრაინელები, აიძულოს ისინი, დატოვონ თავიანთი სახლები, გაზარდოს ენერგიისა და სურსათის ფასები მსოფლიოში და შემდეგ ეცადოს, ჩვენი კოალიციის ჩამოშლას. პრეზიდენტი პუტინი ფიქრობს, თუ საკმაოდ მაღლა აწევს ფასებს, მსოფლიო დატოვებს უკრაინას საკუთარი ბედის ამარა. მისმა სტრატეგიამ არ იმუშავა და არც იმუშავებს. მოკავშირეებმა იციან, რომ უკრაინის მხარდაჭერა მაღალი ფასის გადახდას გულისხმობს, მაგრამ უმოქმედობის ფასი გაცილებით მაღალი იქნება", – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერი პოზიცია ჰქონდეს, აუცილებელია, დასავლეთმა კიევის მხარდაჭერა გააგრძელოს.

"დიპლომატია საჭირო იქნება ომის სრულად დასასრულებლად, თუმცა რუსეთის სასტიკი თავდასხმები უკრაინელ სამოქალაქო პირებზე არის იმის მაჩვენებლი, რომ პრეზიდენტ პუტინს ამჟამად არ აქვს ინტერესი დიპლომატიის მიმართ. საუკეთესო გზა რეალური დიპლომატიის პერსპექტივის დასაჩქარებლად არის უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შენარჩუნება და ბრძოლის ველზე მოვლენების კიევის სასარგებლოდ განვითარება. ეს ასევე დაეხმარება უკრაინას, ჰქონდეს ყველაზე ძლიერი პოზიცია მოლაპარაკების დროს, როდესაც ამის შესაძლებლობა გაჩნდება", – განაცხადა ბლინკენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S