სტოლტენბერგი: "ნატო–ს მინისტერიალის მთავარი დასკვნაა, ყველაფერი გაკეთდეს ომში უკრაინის გამარჯვებისთვის"
30/11/2022 14:50:26 მსოფლიო
ნატო–სთვის ამ მომენტში მთავარი ამოცანაა, უკრაინას დაეხმაროს რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაში, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გამართული მინისტერიალის შედეგების შეჯამებისას.
ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოკავშირეებმა მთელი თავიანთი ძალების მობილიზება უნდა მოახდინონ უკრაინის სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო–ში უკრაინის წევრობა არ არის ჯერ–ჯერობით პრიორიტეტული საკითხი, ვინაიდან ომში დამარცხების შემთხვევაში ეს საკითხი უკვე საერთოდ აღარ იდგება დღის წესრიგში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ბუქარესტის სამიტის დასკვნით დოკუმენტზე.
„დოკუმენტში შემავალი ფორმულირებები მოწმობს, რომ ნატო სრულიად არ არის დაინტერესებული უკრაინაში ვითარების პოლიტიკურ-დიპლომატიური გადაჭრით. ნატოს წევრი ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მხარეს დასდონ ბრალი დანაშაულებრივ ქმედებებში, სიმხეცეში, რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ეწევიან კიევის რეჟიმის დასავლელი სპონსორების მხრიდან სრული თანხმობის პირობებში“, - განაცხადა ზახაროვამ.


