Accentnews.ge
რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის მიერ წარმოდგენილი სამხედრო დრონი ჩინური სათამაშოს ასლი აღმოჩნდა

რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის მიერ წარმოდგენილი სამხედრო დრონი ჩინური სათამაშოს ასლი აღმოჩნდა

30/11/2022 13:56:33 მსოფლიო

რუსული არმიისთვის შექმნილი დრონი "Добрыня", რომელიც წარმოადგინა რუსეთის სახელმწიფო კონცერნმა Almaz-Antey–მ, სავარაუდოდ, ჩინური კვადროკოპტერის ასლია. ონლაინ მაღაზიებში ჩინური მოწყობილობის ღირებულება დაახლოებით 560 დოლარია. რუსული დრონის ღირებულება ორ ათას დოლარზე მეტია. ამაზე კრემლის მომხრე ბლოგერებმა გაამახვილეს ყურადღება.

НТВ–მ დეტალურად ისაუბრა Almaz-Antey–ს ახალი პროდუქტის შესახებ. სიუჟეტში ნათქვამია, რომ მოწყობილობა დამზადებულია რუსული კომპონენტებისგან სანქტ-პეტერბურგის ობუხოვის ქარხანაში. როგორც ამბობენ, დამუშავებას ოთხი თვე დასჭირდა.

ბლოგერებმა შენიშნეს, რომ რუსული დრონი ძლიერ წააგავს ჩინურ iFlight Nazgul5 Evoque-ს. განსხვავდება მხოლოდ გამარტივებული კორპუსით, რომელიც სამაგრებულია "Добрыня"–დ ლოგო.

სიუჟეტში Almaz-Antey-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოწყობილობის სიჩქარემ, დატვირთვის მიხედვით, შეიძლება, მიაღწიოს 150-180 კილომეტრს საათში. ეს ემთხვევა Nazgul5-ის მახასიათებლებს – აღნიშნავს The Insider.

უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რუსული არმია განიცდიდა სადაზვერვო და სამიზნის მიმთითებელი საშუალებების მკვეთრ დეფიციტს. მოხალისეები ჯარებს აწვდიან საყოფაცხოვრებო დრონებს, ძირითადად, ჩინეთში წარმოებულს. ოქტომბერში ესტონურმა საბაჟომ უკრაინას ასეთი მოწყობილობების პარტია გადასცა.

გარდა ამისა, რუსული არმია უკრაინაში იყენებს კალაშნიკოვის კონცერნის მიერ წარმოებულ დრონებს და ირანულსაც. ნოემბერში The Washington Post თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოსკოვმა მიაღწია შეთანხმებას თეირანთან რუსეთში ირანული საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S