მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა
30/11/2022 13:41:40 მსოფლიო
მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წერილის მიღების შემდეგ დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიციამ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მოხდა თუ არა აფეთქება მაშინ, როდესაც საელჩოს თანამშრომელი კონვერტის გახსნას ცდილობდა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


