Accentnews.ge
"უკრაინის ომმა აჩვენა ჩვენი სახიფათო დამოკიდებულება რუსულ გაზზე, უნდა შევაფასოთ ჩვენი დამოკიდებულება სხვა ავტორიტარულ რეჟიმებზე, განსაკუთრებით ჩინეთზე"

"უკრაინის ომმა აჩვენა ჩვენი სახიფათო დამოკიდებულება რუსულ გაზზე, უნდა შევაფასოთ ჩვენი დამოკიდებულება სხვა ავტორიტარულ რეჟიმებზე, განსაკუთრებით ჩინეთზე"

30/11/2022 12:34:10 მსოფლიო

ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსისა და ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლეთმა "ჩინეთზე დამოკიდებულება უნდა შეაფასოს".

"დღეს დილით მოკავშირეებმა განიხილეს ჩინეთთან დაკავშირებული გრძელვადიანი გამოწვევები. კერძოდ, ჩვენი ინტერესები, ღირებულებები, უსაფრთხოება და ის, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ალიანსის მედეგობის გაძლიერება. ნატო ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის ალიანსია, თუმცა გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, გლობალურია და ჩვენ ერთად უნდა გადავჭრათ ისინი ნატო–ში. ჩვენ არ განვიხილავთ ჩინეთს მოწინააღმდეგედ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩინეთთან ურთიერთობას, როდესაც ეს ჩვენს ინტერესებში იქნება. ამრიგად, ნატო რჩება ფხიზლად. მინისტრებმა დღეს მიმოიხილეს ჩინეთის ამბიციური სამხედრო განვითარება, მისი ტექნოლოგიური მიღწევები და მზარდი კიბერ და ჰიბრიდული აქტივობები. უკრაინის ომმა აჩვენა ჩვენი სახიფათო დამოკიდებულება რუსულ გაზზე. ამან ასევე უნდა მიგვიყვანოს იმ დასკვნამდე, რომ შევაფასოთ ჩვენი დამოკიდებულება სხვა ავტორიტარულ რეჟიმებზე, განსაკუთრებით ჩინეთზე. უნდა შევაფასოთ ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი მიწოდების ჯაჭვებისთვის, ტექნოლოგიებისთვის ან ინფრასტრუქტურისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩინეთთან. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. უნდა შეამციროთ ჩვენი დაუცველობა და ვმართოთ რისკები", – განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო–ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S