Accentnews.ge
სამხრეთ კორეამ მის ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვის ზონაში რუსული ბომბდამშენების შეჭრის შესახებ განაცხადა

სამხრეთ კორეამ მის ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვის ზონაში რუსული ბომბდამშენების შეჭრის შესახებ განაცხადა

30/11/2022 12:21:27 მსოფლიო

ორი ჩინური და ექვსი რუსული ბომბდამშენი სამხრეთ კორეის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონაში შეიჭრა, - იუწყება "Reuters"-ი ქვეყნის თავდაცვის უწყების განცხადებაზე დაყრდნობით და იქვე დასძენს, რომ საპასუხოდ სამხრეთ კორეამ ჰაერში გამანადგურებლები აუშვა.

ორმა ჩინურმა H-6-მა ადგილობრივი დროით 05:50 სთ-დან დაწყებული, არაერთგზის გადაკვეთა სამხრეთ კორეის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონის საზღვრები სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. გარკვეული დროის შემდეგ ისინი ექვს რუსულ გამანადგურებელთან (მათ შორის იყვნენ ბომბდამშენები Ту-95 და გამანადგურებლები Су-35) ერთად იაპონური ზღვის მხრიდან დაბრუნდნენ, ხოლო 18 წუთში სამხრეთ კორეის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონა დატოვეს, - იუწყება სეულის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტი და იქვე დასძენს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ხსენებულ საჰაერო ხომალდებს არ დაურღვევიათ.

აღსანიშნავია, რომ მომხდართან დაკავშირებით ჰაერში საკუთარი გამანადგურებლები იაპონიამაც აუშვა, რადგან ჩინურმა ბომბდამშენებმა აღმოსავლეთ-ჩინეთის ზღვიდან იაპონურისკენ ჩაიფრინეს, სადაც მათ ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი შეუერთდათ.

ცნობისთვის: ჩინეთმა და რუსეთმა დღეს ერთობლივი საჰაერო პატრულირება ჩაატარეს აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონში, - განაცხადა ცოტა ხნით ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S