სტოლტენბერგი: "ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჩვენი მუდმივი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ აუცილებელია"
30/11/2022 12:16:45 მსოფლიო
ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჩვენი მუდმივი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ აუცილებელია, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო–ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"რუსული რაკეტები და თვითმფრინავები უკრაინის ქალაქებზე, მშვიდობიანი მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აგრძელებენ. ეს იწვევს ადამიანთა ტანჯვას განსაკუთრებით, ზამთრის დადგომისას. უკრაინას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, მაგრამ სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი. ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მუდმივი სამხედრო მხარდაჭერა აუცილებელია. კერძოდ, აუცილებელია დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და მე მივესალმები მოკავშირეების მიერ აღებულ ახალ ვალდებულებებს. ამასთან, მოკავშირეებმა განაცხადეს დამატებითი წვლილი შეიტანონ ნატო–ს არსებით პაკეტში და უკრაინის არალეტალური დახმარება გაუწიონ, მათ შორის საწვავისა და გენერატორების მიწოდებით", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო უკრაინის დახმარებას გააგრძლებს მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება.


