Accentnews.ge
ყაზახეთმა რუსეთთან გაზის სფეროში კავშირის სანაცვლოდ სანქციების დარღვევაზე უარი განაცხადა

ყაზახეთმა რუსეთთან გაზის სფეროში კავშირის სანაცვლოდ სანქციების დარღვევაზე უარი განაცხადა

30/11/2022 11:53:04 მსოფლიო

გაზის სფეროში რუსეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის კავშირის ჩამოყალიბების იდეამ, რომელიც რუსეთის ლიდერმა მისი ყაზახი კოლეგის მოსკოვში ვიზიტის დროს გააჟღერა, ასტანაში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ყაზახეთი უარზეა, მისი ტერიტორია დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლით მიზნით იქნას გამოყენებული, - განაცხადა რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოადგილემ რომან ვასილენკომ.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც კრემლი გაზის მესამე ქვეყნებში ექსპორტის კუთხით კოორდინირებული მოქმედების ინიციატივით გამოვიდა, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმამდე გულდასმით უნდა იქნას შესწავლილი, - აღნიშნა მან.

პუტინის იდეა ცენტრალური აზიის რესპუბლიკების ტერიტორიის გავლით ჩინეთში გაზის მიწოდებების ზრდაში მდგომარეობდა.

გაუთიშა რა გაზი თითქმის ყველა ევროპელ კლიენტს და დაკარგა რა აფეთქების შემდეგ 17 მლრდ ევროდ შეფასებული "ჩრდილოეთ ნაკადები", სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი" ამ დროისთვის ევროპულ ბაზარზე ომამდელი მოცულობების მხოლოდ 1/10-ს აწვდის.

მილსადენი "Сила Сибири", როლითაც გაზი რუსეთიდან ჩინეთს მიეწოდება, 35 მლრდ კუბური მეტრი საპროექტო სიმძლავრისაა. ამ მაჩვენებელზე გასვლის შემდეგაც კი 2024 წელს მილსადენი ევროპის ქვეყნებში ომამდელი საექსპორტო მაჩვენებლის მხოლოდ 1/5 ნაწილის კომპენსირებას შეძლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S