რუსეთის და ჩინეთის ბომბდამშენები წყნარი ოკეანის რეგიონში ერთობლივ პატრულირებას ახორციელებენ

30-11-2022 14:34:34 მსოფლიო

დღეს რუსეთის და ჩინეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში ერთობლივი პატრულირება განახორციელეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო ძალების Tu-95 ტიპის ბომბდამშენებმა და ჩინეთის H-6K ბომბდამშენებმა იაპონიის ზღვას გადაუფრინეს.

"მისია რვა საათის განმავლობაში გაგრძელდა. წვრთნების ფარგლებში, რუსეთის ბომბდამშენები პირველად დაეშვნენ ჩინეთში, ხოლო ჩინეთის ბომბდამშენები ჩაფრინდნენ რუსეთის საჰაერო ბაზაზე. ერთობლივი პატრულირება არ იყო მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ", – იუწყება თავდაცის სამინისტრო.

დასავლეთში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვსა და პეკინს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები