ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "საქართველოს ჩვენი სოლიდარობა სჭირდება"

30-11-2022 14:20:07 პოლიტიკა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანიკენ ჰუდფელდტის განცხადებით, საქართველოს პარტნიორების სოლიდარობა სჭირდება. ამის შესახებ მან ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს მინისტერიალზეც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი რუსეთის მეზობლად მდებარე დაუცველი ქვეყნები, მათ შორის საქართველო და მოლდოვა იქნება.

„ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მეზობელ დაუცველ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და ასევე ბოსნია და ჰერცოგოვინა. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ნამდვილად დავდგეთ მათი საზღვრების დასაცავად. ვფიქრობ, ეს იქნება საერთო გზავნილი საქართველოსთვის დღევანდელ შეხვედრაზე“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო მინისტრმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები