Accentnews.ge
აშშ ფინეთს $323 მლნ-ის ღირებულების იარაღს მიჰყიდის

აშშ ფინეთს $323 მლნ-ის ღირებულების იარაღს მიჰყიდის

30/11/2022 08:37:33 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფინეთისთვის $323 მლნ-ის ღირებულების იარაღის მიყიდვაზე თანხმობა გასცა. საუბარია ათობით რაკეტაზე და საავიაციო ბომბზე, ასევე წვრთნებთან დაკავშირებულ მომსახურებაზე.

კერძოდ, ფინეთი აშშ-ისგან 40 ერთეულ ტაქტიკურ რაკეტასა და მათი დამიზნების 4 ბლოკს, 48 ერთეულ მართვად საავიაციო ბომბს, საწრვრთნელ მოწყობილობებსა და მომსახურებას, ასევე საინჟინრო და ლოჯისტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მომსახურებებს შეიძენს.

"აშშ ფინეთს საიმედო პარტნიორად და ევროპაში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური პროგრესის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს. ჩვენი ეროვნული ინტერესებითვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფინეთის დახმარება თავდაცვის მძლავრი პოტენციალის განვითარებაში", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამასთან, მასში ხაზგასმულია, რომ ფინეთისთვის იარაღის მიწოდება რეგიონში ძირითად ბალანსს არ შეცვლის.

ახლა დოკუმენტი კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

ცნობისთვის: უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე ფინეთმა, შვედეთის მსგავსად, ნეიტრალურ სტატუსზე უარი თქვა და ნატო-ში გაწევრიანებაზე წარადგინა განაცხადი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S