რეინსალუ: "პუტინის სტრატეგიული მიზანი ომის გახანგრძლივებაა, ჩვენ ის ადრე უნდა დავასრულოთ“

30-11-2022 12:35:02 ევროპა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ კიევში ვიზიტისა და ნატოელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის ომი „დასავლელი მოკავშირეებისთვის კრიტიკულ გარდამტეხ მომენტშია“, ხოლო კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის "სტრატეგიული მიზანი, რაზეც ის ფსონს დებს, ომის გახანგრძლივებაა".

„ჩვენ ომი ადრე უნდა დავასრულოთ, მაგრამ არა უკრაინის ყალბი სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და დათმობების იძულებით, არამედ, პირიქით, მეტი მძიმე იარაღის მიცემით, მათ შორის – საჰაერო თავდაცვის, შორი დისტანციის რაკეტების (ყოველგვარი „პოლიტიკური დაზღვევის“ გარეშე), ტანკების ჩათვლით. ასევე აუცილებელია დასავლური სანქციების რეჟიმის დაუყონებლივ გაძლიერება ენერგეტიკული მიმართულებით. და მესამე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთის შემდგომი იზოლაცია, კერძოდ, მათ შორის, სპეციალური ტრიბუნალის შექმნით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით“,– განაცხადა ესტონელმა მინისტრმა.

კითხვაზე, რა განწყობებია ნატოში უკრაინისთვის, მათ შორის, ტანკების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, მეტი შორი დისტანციის რაკეტების მიწოდების კუთხით, მინისტრმა უპასუხა:

ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი და ჩვენ ვნახეთ ეტაპობრივი ნაბიჯი უკრაინის უფრო ძლიერი და საიმედო მხარდაჭერისკენ ამ ომის განმავლობაში. მაგრამ ჩემი სურვილია მართლა შევცვალო პარადიგმა და სასწრაფოდ მივცე ის, რაც საჭიროა, რასაც უკრაინა ითხოვს.შედარებისთვის: ნატოს ქვეყნების ჯამური თავდაცვის ბიუჯეტი ტრილიონ დოლარზე მეტია. ამჟამად ალიანსის ქვეყნებმა სამხედრო დახმარებისთვის დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი გამოყვეს. ამდენად, დარწმუნებული ვარ, რომ მათ შეეძლოთ მეტი გაეკეთებინათ, თუ გადალახავდნენ გარკვეულ ბარიერს. მშპ-ს ის 1%, რომელიც უკრაინას დახმარების სახით მიეწოდება, უახლოეს მომავალში სტრატეგიული და გრანდიოზული მნიშვნელობის იქნება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები