Accentnews.ge
დოკუმენტი: 23 წლის პუტინი დისიდენტების ჩხრეკაში პირადად მონაწილეობდა

დოკუმენტი: 23 წლის პუტინი დისიდენტების ჩხრეკაში პირადად მონაწილეობდა

30/11/2022 08:25:52 მსოფლიო

1976 წელს ვლადიმირ პუტინი, რომელიც იმხანად 23 წლის იყო, პირადად მონაწილეობდა დისიდენტების მიმართ ჩხრეკის ოპერაციებში, მათ შორის - პეტერბურგელი მწერლის ოლეგ ვოლკოვის ბინაში, რომელსაც შემდგომში "ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის" ბრალდებით 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჩხრეკის პროტოკოლს, რომელიც პეტერბურგის პოლიტიკური ისტორიის მუზეუმშია გამოფენილი, ისტორიკოსმა კონსტანტინე შოლკოვმა მიაქცია ყურადღება. მასში პუტინი "სახელმწიფო უშიშროების ლეიტენანტადაა" მოხსენიებული.

თუ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ბიოგრაფიით ვიხელმძღვანელებთ, ჩხრეკის დღისთვის, 1976 წლის 13 სექტემბრისთვის მას უკვე გავლილი ჰქონდა КГБ-ს ოპერატიული შემადგენლობის მომზადების კურსები და ატესტაცია "ტერიტორიული ორგანოების იუსტიციის უფროს ლეიტენანტად".

ჩხრეკის იმავე პროტოკოლში მის უშუალო მონაწილედ ნახსენებია ასევე КГБ-ს ლეიტენანტი კოშელევი, რომელიც შემდგომში, პუტინის მსგავსად, სანქტ-პეტერბურგის ექს-მერ ანატოლი სობჩაკის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

ირკვევა, რომ პუტინს მონაწილეობა აქვს მიღებული ასევე მწერალ იულია ვოზნესენსკაიას მიმართ ჩხრეკაში, რომელიც დაახლოებით იმავე დროს ასევე "ანტისაბჭოთა პროპაგანდის" ბრალდებით გაასამართლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S