კადიროვმა რომის პაპს "პროპაგანდის მსხვერპლი" უწოდა
30/11/2022 08:16:29 მსოფლიო
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა რომის პაპს "პროპაგანდის მსხვერპლი" უწოდა.
"ჩეჩენ მებრძოლებს შორის არც ერთი არ არის ალკოჰოლიკი ან ნარკომანი, თითოეული ღრმად რელიგიურია და იცის, რომ ომში არ უნდა დაივიწყოს ღირსება და მტრის მიმართაც კი პატივისცემა. როგორ შეიძლება თვალით გაარჩიო რუსეთის სამხედრო მოსამსახურის ეროვნება, როცა ქვეყანაში 190-ზე მეტი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს? რომის პაპი ფრანცისკე უბრალოდ გახდა პროპაგანდის მსხვერპლი“, – აცხადებს კადიროვი.
რომის პაპმა გამოცემა America-სთან ინტერვიუში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ "ყველაზე სასტიკი არიან ისინი, ვინც რუსულ ტრადიციებს არ მისდევენ, მაგალითად, ჩეჩნები და ბურიატები".


