საქსტატი – ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა

30-11-2022 11:50:10 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3% შეადგინა.

ხოლო 2022 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ია.

"2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით მეტია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები