მედია – აშშ უკრაინაში „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნის საკითხს განიხილავს
30/11/2022 06:25:42 მსოფლიო
აშშ უკრაინაში „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნის საკითხს განიხილავს, – იუწყება CNN პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
„პეტრიოტი“ არის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელიც განიხილება. ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება, დაეხმაროს უკრაინელებს, წინ აღუდგნენ რუსეთის თავდასხმებს. ასე, რომ ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა“, – განუცხადა გამოცემას პენტაგონის წარმომადგენელმა.
ეს სისტემები უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების, ასევე საავიაციო და ფრთოსანი რაკეტების გადასატაცად და გასანადგურებლად.
პარალელურად, პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ „ამჟამად არ გეგმავს უკრაინისთვის „პეტრიოტების" მიწოდებას“.


