გერმანია უკრაინას 350 გენერატორს გადასცემს
30/11/2022 06:20:35 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბერლინი კიევს 350 გენერატორს გადასცემს.
გერმანიის მთავრობის ცნობით, ზელენსკიმ და შოლცმა ასევე განიხილეს გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და გრძელვადიანი აღდგენის კონტექსტში და "შეთანხმდნენ გააგრძელონ აზრთა მჭიდრო და კონსტრუქციული გაცვლა და დარჩნენ მჭიდრო კონტაქტში".
ოლაფ შოლცთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციულ მიმართვაში ისაუბრა:
„პრიორიტეტები ნათელია - დაცვა სარაკეტო ტერორისგან, ელექტროენერგიის აღდგენა, სასურსათო უსაფრთხოება. მადლობა გადავუხადე კანცლერს მხარდაჭერისთვის“.


