Accentnews.ge
დენის შმიგალი: "რუსეთი კვლავ დაბომბავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას"

დენის შმიგალი: "რუსეთი კვლავ დაბომბავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას"

30/11/2022 06:14:24 მსოფლიო

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, ომის მეორე ზამთრის სეზონი ძალიან რთული იქნება.

„რუსეთი კვლავ დაბომბავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას; მათი მიზანია უკრაინის გაყინვა და უკრაინელი ხალხის მორიგი გენოციდის ჩადენა", - აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, ამჟამად ელექტოენერგია ქვეყნის ყველა რეგიონს მიეწოდება, ხერსონის გარდა:

„ამჟამად ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება მოხმარების საჭიროებების 70%-ს ფარავს".

მისი თქმით, სიტუაცია საჭიროებს ძლიერ საჰაერო თავდაცვას და დაზიანებული ელექტროტექნიკის სწრაფ შეკეთებას, ასევე აუცილებელია უკრაინისთვის დამატებითი ელექტროტექნიკის მიწოდება.

"მხოლოდ ლიეტუვამ 114 ტრანსფორმატორი მოგვცა. სხვა ქვეყნები გამოყოფენ თანხებს და აღჭურვილობას, რათა უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარონ. მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს არა მხოლოდ ევროპა, არამედ აშშ, კანადა და იაპონიაც", - აღნიშნა შმიგალმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S