აშშ უკრაინაში Patriot-ების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს – CNN
29/11/2022 19:46:35 მსოფლიო
აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს,– იუწყება CNN თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
“ყველა შესაძლებლობა განიხილება… Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი სისტემაა, რომელიც განიხილება”, - აღნიშნა მაღალჩინოსანმა.
CNN-ის ცნობით, პენტაგონის მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა აშშ-სთვის “მთავარ პრიორიტეტს” წარმოადგენს.
“ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რომელიც უკრაინელებს რუსული თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება, ამიტომ ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა, და ჩვენ განვიხილავთ, რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს, რისი გაკეთება შეუძლიათ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, განვიხილავთ შესაძლებლობების კომბინაციებს, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა”, - განაცხადა მაღალჩინოსანმა.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა განმარტა, რომ Patriot-ს, რომელიც ბერლინს სურს, გადაიტანოს ვარშავაში და პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო კი მას უკრაინას სთავაზობს, შეუძლია დაიცვას როგორც უკრაინის ტერიტორია, ასევე ევროპის ცა.
"და რატომ პოლონეთში? ასევე შესაძლებელია განლაგება უკრაინაში, დასავლეთის ტერიტორიებზე. აქ არის შეკითხვა ჩვენს პარტნიორებთან. რა ნაბიჯებისთვის არიან ისინი მზად, რომ დაიცვან როგორც უკრაინის საზღვარი, ასევე უკრაინის ტერიტორია და ევროპა, რათა უზრუნველყონ საჰაერო სივრცის უსაფრთხოება“, - განაცხადა იგნატმა.


