Accentnews.ge
NATO–ს მინისტერიალზე პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას

NATO–ს მინისტერიალზე პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას

29/11/2022 17:30:59 მსოფლიო

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები მტკიცედ რჩებიან უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულები"და პირობას დებენ, რომ დაეხმარებიან უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში, რომელიც დაიბომბა რუსეთის თავდასხმებისას,–ამის შესახებ ნათქვამია ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებში.

„რუსეთის მიუღებელი ქმედებები, მათ შორის ენერგეტიკული შანტაჟი და დაუფიქრებელი ბირთვული რიტორიკა, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სისასტიკეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დარღვევებს, როგორიცაა იძულებითი დეპორტაცია, წამება და ბარბაროსული მოპყრობა ქალების, ბავშვებისა და დაუცველ პირების მიმართ.

ჩვენ ასევე მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის გრძელვადიან ძალისხმევას ომის შემდგომი რეკონსტრუქციისა და რეფორმებისადმი, რათა უკრაინამ შეძლოს თავისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფა, განაახლოს თავდაცვის სექტორი, გააძლიეროს გრძელვადიანი თავსებადობა და შეაჩეროს მომავალი აგრესია. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებას უკრაინასთან, რადგან მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები წინ მიიწევს“, - განაცხადეს მინისტრებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S