Accentnews.ge
კრემლის პროპაგანდისტები კრიტიკისთვის რუსი ემიგრანტების გასამართლებას და დახვრეტის აღდგენას ითხოვენ

კრემლის პროპაგანდისტები კრიტიკისთვის რუსი ემიგრანტების გასამართლებას და დახვრეტის აღდგენას ითხოვენ

29/11/2022 14:09:30 მსოფლიო

კრემლის პრპაგანდისტი, RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი გამოვიდა მოწოდებით, ემიგრირებული რუსები კრემლის პოლიტიკის კრიტიკის გამო ღალატისთვის გაასამართლონ. ამის შესახებ მან თქვა კიდევ ერთი პროპაგანდისტის ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში.

„საერთოდ, ეს ადამიანები უნდა გაასამართლონ „სამშობლო ღალატის“ მუხლით, რაც დევს სისხლის სამართლის კოდექსში",– თქვა სიმონიანმა და დასძინა, რომ მისთვის გაუგებარია, აქამდე რატომ არ იქნა მსგავსი ზომები მიღებული.

პროპაგანდისტმა სოლოვიოვმაც მხარი დაუჭირა სიმონიანს და თქვა ისიც, რომ „რაღაც მომენტში“ რუსეთს მოუწევს დახვრეტის დაბრუნება.

დისკუსიის დროს გადაცემის მონაწილეებმა ახსენეს ჟურნალისტი კონსტანტინე ეგერტი, პოლიტიკოსი ილია პონომარევი და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის რუსეთიდან წასული თანამოაზრე ლეონიდ ვოლკოვი. სიმონიანმა ასევე ისაუბრა რუსეთში დარჩენილ ჟურნალისტ პაველ ლობკოვზე.

სოლოვიოვი ასევე ჩიოდა, რომ სახელმწიფო ჯერ კიდევ არ ართმევს ქვეყნიდან წასულებს ქონებას:

მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს მოსკოვის "საქმეებში დასავლეთის მზარდ ჩარევაზე" ომის ფონზე. უშიშროების საბჭოს პრესსამსახურმა ასევე მიუთითა „არაერთი უცხო სახელმწიფოს სურვილზე რუსეთში სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის, მათ შორის – ნაციონალისტური და სხვა მემარჯვენე რადიკალური სტრუქტურების უკანონო მოქმედებების გააქტიურებით“.

მიმდინარე წლის ივლისში ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს „ღალატის“ კონცეფციას. ახლა „უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ან უცხოური ორგანიზაციის ან მათი წარმომადგენლების დახმარება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში“ უტოლდება ღალატს, რასაც შეიძლება, მოჰყვეს თავისუფლების 20 წლამდე ვადით აღკვეთა. ახალი ფორმულირება, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლებელს ხდის პირის დასჯას არა მისი ქმედებებისთვის, არამედ იმ ორგანიზაციის ქმედებებისთვის, რომელშიც ის თავად არ მონაწილეობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S