მინისტრი: "სააკაშვილს მედიკამენტებს ექიმები აწვდიან, საკვებს – ექს–პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირები"

29-11-2022 17:47:24 პოლიტიკა ,სამართალი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწმავლასთან დაკავშირებით ადვოკატების განცხადებებს პასუხობს.

მინისტრის თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე ექსპრეზიდენტს დაენიშნა ექსპერტიზა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა.

მისი განცხადებით, სააკაშვილს მედიკამენტებს ექიმები აწვდიან, საკვებს კი – ექს–პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირები.

"რაც შეეხება შესაძლო მოწამვლას: ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება. მივმართეთ ექსპერტიზას, როდესაც მივიდნენ ექსპერტები, თავად სააკაშვილმა განაცხადა უარი. დანარჩენი რაც შეეხება, მაგალითად, დასვით შეკითხვა, საიდან შეიძლება, აღმოჩენილიყო. მედიკამენტები – მედიკამენტებს აწვდის სამედიცინო პერსონალი, არაერთი ცილისმწამებლური კამანია ვნახეთ, რაც პირდაპირ შეიძლება, შეფასდეს როგორც ექიმის საქმიანობაში უკანონო ჩარევა. თუკი ვინმე ბედავს და ექიმზე გაბედავს და იტყვის, რომ შეიძლება, ექიმმა ვინმე მოწამლოს, ეს სრულიად ამორალურია. მეორე, საკვებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც მას აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები, ოჯახის წევრები და სხვა პირები, რომელზეც მან განაცადა თანხმობა. შესაბამისად, როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს მედიკამენტებზე და საკვებზე, კეთილი უნდა ინებოს, რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, თუ ვისზე საუბრობს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილსი ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის სისხლში აღმოჩენილია სხვადასხვა ნივთიერება, რომელიც შეიძლება, სააკაშვილის მოწამვლაზე მიუთითებდეს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ჯერ–ჯერობით მედიისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები