მედია– რუსეთი ინდოეთს ავტომობილების, თვითმფრინავებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით დახმარებას სთხოვს
29/11/2022 11:32:25 მსოფლიო
რუსეთი ინდოეთს ავტომობილების, თვითმფრინავებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით დახმარებას სთხოვს, – იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, მოსკოვმა უკვე გადაუგზავნა ინდოეთს ნაწილების ჩამონათვალი. საუბარია, დაახლოებით 500 სხვადასხვა ნაწილზე. ამ ნუსხაში შეტანილია, როგორც თვითმფრინავების, ავტომობილებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილები, ასევე ქაღალდისა და ტექსტილის წარმოებისთვის საჭირო მასალა და აღჭურვილობა.
როგორც Reuters იტყობინება, ინდოეთი ჯერ ვერ აკონკრეტებს, რა ნაწილებს გაუგზავნის.
გამოცემის ინფორმაციით, სანქციების გამო რუსეთში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სათადარიგო ნაწილების მწვავე დეფიციტია.


