Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "ნატო უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერას გააგრძელებს"

სტოლტენბერგი: "ნატო უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერას გააგრძელებს"

29/11/2022 11:04:03 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერას გააგრძელებს.

მისი თქმით, "ომი არ დაწყებულა მიმდინარე წლის თებერვალში, ომი დაიწყო 2014 წლის გაზაფხულზე".

"უკრაინელების მიერ მიღწეული გამარჯვებები, რა თქმა უნდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმამაცის შედეგია. თუმცა მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მიიღეს მხარდაჭერა ნატო–ს პარტნიორებისგან და ჩვენ ამ მხარდაჭერას კვლავ გავაგრძელებთ. ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ გაიმარჯვოს. უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო-ს მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, ვიდრე საჭიროება იქნება და რომ ალიანსი უკან არ დაიხევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S