Reuters: აშშ-მა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მკაცრად გააფრთხილა
29/11/2022 09:50:29 მსოფლიო
ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა რუსეთის ეროვნული თავდაცვის მართვის ცენტრს "დეკონფლიქტინგის" სპეცხაზის გამოყენებით მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდა, რათა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სიახლოვეს რუსი სამხედროების მოქმედების დაუშვებლობის შესახებ გაეფრთხილებინა, - იუწყება "Reuters"-ი ამერიკელი ჩინოსნის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საკუთრივ რომელ ინციდენტს მოჰყვა ეს აზრი - წყაროს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ამასწინანდელ ვარდნას არ ეხებოდა.
მანამდე აშშ-მა გამოთქვა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ შექმნილი ვითარებისა და კიევის იმ ინფორმაციის გამო, რომელიც ხერსონიდან ასვლისას რუსების მიერ კახოვკის ჰესის დამბის შესაძლო აფეთქებას ეხებოდა.
ცნობისთვის: "დეკონფლიქტინგის" სპეცხაზი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა. პენტაგონში ამის მიზნად "რუსეთ-ნატო-ს გაუმიზნავი დაპირისპირების თავიდან აცილება და საგანგებო სიტუაციებისას უსაფრთხოების საკითხების განხილვის შესაძლებლობა" დაასახელეს. ხაზი დღეში ორჯერ მოწმდება. საუბრები რუსულ ენაზე იმართება.


