ყირიმელი სტუდენტი რუსულ გემზე სწავლების დროს დაიღუპა - მედია
29/11/2022 09:40:00 მსოფლიო
18 წლის ანდრეი სუხანოვი ქერჩიდან რუსულ პრიმორიეში დაიღუპა გემ "რაუდზე", სადაც ის სტაჟირებას გადიოდა. ბიჭის დედა ამბობს, რომ მის შვილს სამედიცინო დახმარება დროულად არ გაუწიეს.
როგორც იტყობინებიან, ტრაგედიის დეტალები ქალს იმ კოლეჯის სტუდენტებმა უამბეს, სადაც მისი შვილი სწავლობდა.
ანდრეი სუხანოვი ქერჩის საზღვარო ტექნიკური კოლეჯიდან ჩავიდა ვლადივოსტოკში, სადაც ის დაინიშნა შპს Slayfish-ს კუთვნილ გემზე. როგორც ირკვევა, ბიჭს თავის არეში კონსტრუქცია მოხვდა, რომლის იდენტიფიცირებაც მის თანაკურსელებს უჭირთ.
ქალი ამბობს, რომ მის შვილს დროული სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს: მას შემდეგ, რაც ბიჭის თანაკურსელები მიხვდნენ, რომ კაპიტანი სასწრაფოს გამოძახებას არ აპირებდა, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში თავად დარეკეს.
დედა ასევე ამბობს, რომ შემთხვევის შესახებ ოქმი არ არის შედგენილი.


