Accentnews.ge
პრინტერების მარაგის ამოწურვის გამო რუსეთში პასპორტების ბეჭდვის პრობლემები დაიწყო

პრინტერების მარაგის ამოწურვის გამო რუსეთში პასპორტების ბეჭდვის პრობლემები დაიწყო

29/11/2022 08:57:48 მსოფლიო

რუსეთის შსს-ს პრინტერების მარაგი ეწურება, რის გამოც ქვეყანაში პასპორტების ბეჭდვის კუთხით პრობლემებს პროგნოზირებს, - იუწყება გამოცემა "Ведомости".

"ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ მატრიცული პრინტერები რუსეთში არ იწარმოება, სანქციების გამო კი ახალ უცხოურ მოდელებს თეორიულადაც კი ვერ შევიძენთ", — განაცხადა შსს-ს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იური ვოინოვმა ფედერაციის საბჭოში გამართულ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში იმპორტჩანაცვლების საკითხებს ეძღვნებოდა.

შსს მზადყოფნას გამოთქვამს, შეისყიდოს სამამულო ანალოგები, თუკი ისინი განსაზღვრულ სტანდარტებსა და მიწოდების ვადებს დააკმაყოფილებს. თუმცა, როგორც ვოინოვმა აღნიშნა, უწყება "თანხებს ავანსად ვერ გასცემს და ვერც 3-3 წელი დაელოდება პროდუქციას".

ცნობისთვის: უკრაინასთან ომამდე რუსეთში პასპორტების ბეჭდვისთვის იაპონური კომპანიების Epson-ისა და OKI-ს, ასევე იტალიური Olivetti-ს პრინტერები გამოიყენებოდა. იგივე ეხება სარკინიგზო ბილეთების ბეჭდვას. სახელმწიფო ბანკების მნიშვნელოვანი დოკუმენტების ბეჭდვისთვის კი Lexmark-ის პრინტერებს იყენებდნენ.

თუმცა უკრაინასთან ომის შემდეგ რუსეთი ბეჭდვითი ტექნიკის უცხოელ მწარმოებელთა უმრავლესობამ (HP, Xerox, Canon და Lexmark) დატოვა, Epson-მა კი მიწოდებები შეაჩერა. შედეგად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პრინტერებისა და მრავალფუნქციური მოწყობილობების გაყიდვები რუსეთში 36%-ით დაეცა.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ქვეყანაში პრობლემებია მოსალოდნელი ასევე საბეჭდი ქაღალდის, საღებავისა და სხვა აუცილებელი მასალების კუთხით: ევროკავშირის მიერ აპრილში ქვეყანაში პოლიგრაფიული პროდუქციის მიწოდებების აკრძალვის შემდეგ შემორჩენილი მარაგი ნელ-ნელა იწურება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S