
"სოფელ ატოცის საკითხს მწვავედ დავაყენებთ ინციდენტების პრევენციის მექანიზმის, ასევე ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში"
23/10/2019 08:19:50 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, სოფელ ატოცთან განვითარებული მოვლენები უკანონო "ბორდერიზაციის" გაგრძელებაა.
მისით თქმით, ამ საკითხზე საგარეო უწყება მუდმივ რეჟიმში აყენებს საქმის კურსში პარტნიორებს.
„ჩვენი პარტნიორები მუდმივად გვყავს საქმის კურსში, მათ შორის, თანათავმჯდომარეები. ჩემი მოადგილის, ლაშა დარსალიას სატელეფონო საუბარი შედგა ყველა თავმჯდომარესთნ – ეუთო, ევროკავშირი, გაერო. ბუნებრივია, ჩვენ განსაკუთრებული სიმწვავით დავაყენებთ, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ისე ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში. მიუღებელია ის, რა იქ ხდება. ეს არის უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელება. ჩვენ აუცილებლად ვართ თანმიმდევრული“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ოკუპანტებმა სოფელ ატოცის ტერიტორიაზე 150-მდე ძელი დაახლოებით ერთი წლის წინ დაამონტაჟეს, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს კი, ძელებზე ღობის გავლება დაიწყეს.